საქართველოში ამერიკული ავტომობილების იმპორტი 8%-ით გაიაფდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2025 წლის იანვარ-მარტში აშშ-დან იმპორტირებული ერთი მსუბუქი ავტომობილი საშუალოდ 12 780 დოლარი ღირდა, წელს მისი ფასი 11 730 დოლარამდე შემცირდა. (შენიშვნა: მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შეიძლება იყოს უფრო დაბალი ან მაღალი).
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ აშშ-ში შეიძინა 475,732 მლნ დოლარის ღირებულების 37 232 ავტომობილი, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში — 365,815 მლნ დოლარის ღირებულების 31 181 ავტომობილი.
რაც შეეხება იმპორტის მთლიან მოცულობას, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული იყო 856,044 მლნ დოლარის ღირებულების 47 425 მსუბუქი ავტომობილი, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში — 632,249 მლნ დოლარის ღირებულების 40 182 ერთეული. შესაბამისად, ერთეულის ფასი თითქმის 13%-ით შემცირდა — 18 050 დოლარიდან 15 735 დოლარამდე. (ამ შემთხვევაშიც, ფასი შეიძლება იყოს უფრო დაბალი ან მაღალი მარკისა და მოდელის მიხედვით).