საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2 000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები — 1 000 ლარს.

ფინანსური დახმარება გაიცემა მეორე მსოფლიო ომის იმ მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირებისა), მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული უწყება — სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გასაცემად შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს.