5-დან 9 მაისის ჩათვლით, ქუთაისში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატი მიმდინარეობს კრივში 19 წლამდე ახალგაზრდებს შორის. დღეს, 7 მაისს, არტიუშ აივაზიანმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და მინიმუმ მე-3 ადგილი გაინაღდა.

ეს აკაკი კაკაურიძის სახელობის უკვე მე-15 ტურნირია.
პირველობაში მსოფლიოს 12 ქვეყნის 200-მდე საუკეთესო მოკრივე მონაწილეობს.
ახალქალაქიდან თავდაპირველად 4 მონაწილე იყო: რუსლან ღმბოიანი (55 კგ), არტურ მოვსესიანი (70 კგ), იურა გრიგორიანი (75 კგ) და არტიუშ აივაზიანი (85 კგ).
რთული ბრძოლების შედეგად, ყველა მონაწილეს შორის მხოლოდ არტიუშ აივაზიანმა შეძლო ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება და ნახევარფინალში აღმოჩნდა. მოკრივეს ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მწვრთნელი, გაგიკ ელიზბარიანი ავარჯიშებს.

ნახევარფინალი ხვალ, 8 მაისს გაიმართება. არტიუშ აივაზიანი ლიეტუველ ედვინ დრუტელს დაუპირისპირდება