ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100,4%-ით შესრულდა, ხოლო ხარჯვითი ნაწილი – 91%-ით. ამის შესახებ ნათქვამია 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობის შესაბამისად, მერიამ გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა. ანგარიში ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის ანგარიშგება ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო (2023 წლის ბიუჯეტისთვის). იმ პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის ათვისების კარგი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც მანამდე მუნიციპალიტეტისთვის პრობლემას წარმოადგენდა. 2024 წელს ახალქალაქის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონიანი ნაშთები აღარ დაუბრუნებია, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
დოკუმენტი აჩვენებს, თუ როგორ შესრულდა რეალურად 2025 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში: რა მოცულობის თანხები იყო დაგეგმილი, რამდენი დაიხარჯა რეალურად, კონკრეტულად რაზე მიიმართა სახსრები და რამდენად ეფექტურად იმუშავა პროგრამებმა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პროგრამული პრინციპით სრულდება (თანხები მიბმულია კონკრეტულ პროექტებზე), ხოლო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე იხარჯება. ანგარიში აფიქსირებს გეგმის შესრულების დონეს (ბიუჯეტის ათვისებას), რაც, როგორც წესი, იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად სრულყოფილად განხორციელდა დაგეგმილი პროგრამები.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის შემოსულობების გეგმამ 40 931.0 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი — 41 074.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 100.4%-იან შესრულებას ნიშნავს. ეს მაჩვენებელი აღემატება 2024 წლის (35 304.7 ათასი ლარი) და 2023 წლის (31 907.4 ათასი ლარი) ანალოგიურ მონაცემებს. შემოსულობები მოიცავს შემოსავლებს, არაფინანსურ აქტივებს, ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებების ზრდას.
2025 წელს ბიუჯეტის შემოსავლების საერთო მოცულობამ 40 987.5 ათასი ლარი შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება დაგეგმილ 40 781.0 ათას ლარს. აქედან საკუთარი შემოსავლებია 29 473.4 ათასი ლარი (გეგმა: 29 236.2), ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მიღებული სახსრები — 11 514.1 ათასი ლარი (გეგმა: 11 544.8). შემოსავლების ძირითადი ნაწილი გადასახადებმა უზრუნველყო — 25 331.4 ათასი ლარი (გეგმა: 26 000.0). გრანტების სახით მიღებულმა შემოსულობებმა 11 812.3 ათასი ლარი შეადგინა (გეგმა: 11 843.0), ხოლო სხვა შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა და დაგეგმილი 2 938.0 ათასი ლარის ნაცვლად 3 843.8 ათას ლარს მიაღწია.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის ხარჯები გეგმაზე დაბალი აღმოჩნდა: ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 18 199.2 ათასი ლარი, ნაცვლად დაგეგმილი 19 991.4 ათასი ლარისა (91%). აქედან:
საოპერაციო სალდო (სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის) დადებითია და შეადგენს 22 788.3-ს, რაც აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს (20 789.6).
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები (2025 წელი)
2025 წელს საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 25 331,4 ათასი ლარი (გეგმა: 26 000,0), რაც გეგმის 97,4%-ია.
საგადასახადო შემოსავლების ძირითადი ნაწილი შეავსო:
დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) — 15 034,0 (გეგმა: 15 000,0; 100,2%). გეგმა ოდნავ გადაჭარბებულია.
ქონების გადასახადი — 10 297,4 (გეგმა: 11 000,0; 93,6%). აქ ფიქსირდება გეგმის შეუსრულებლობა.
ბიუჯეტის შესრულება მიმართულებების მიხედვით (2025 წელი)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გეგმა 95,3%-ით შეასრულა, ხოლო მერიამ — 87,2%-ით. სხვა სფეროები ასე გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურული განვითარება
საანგარიშო პერიოდში ინფრასტრუქტურის განვითარება დაფინანსდა 26 113,1 ათასი ლარით, რაც გეგმის (31 096,9 ათასი ლარი) 84,0%-ს შეადგენს. თანხების განაწილება პროგრამების მიხედვით:
გეგმის შესრულების ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა სასმელი წყლის სისტემების (99,0%) და გარე განათების (98,4%) ექსპლუატაციაზე, ხოლო ყველაზე დაბალი — საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვაზე (69,1%).
2025 წლის საკვანძო ინდიკატორების შეფასებამ აჩვენა გეგმური მაჩვენებლების ნაწილობრივი მიღწევა. ასფალტირებული ქუჩების საერთო სიგრძე საწყისი 19 კმ-დან 22 კმ-მდე გაიზარდა (გეგმა იყო 25 კმ). დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის შეკეთების ფართობმა შეადგინა 22 000 მ² (გეგმა: 25 000 მ²). ამავდროულად, სოფლის მოსწორებული გზების მაჩვენებელი სრულად შესრულდა და 30 კმ შეადგინა. მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაფიქსირდა სრულად გაწმენდილი ქუჩების სიგრძეში: 600 კმ-იანი გეგმის ნაცვლად, ფაქტობრივად 400 კმ გაიწმინდა.
სოციალური სფერო და ჯანდაცვა
ჯანდაცვა — 99,6%;
ოპერაციები და მკურნალობა — 98,7%;
ახალშობილთა დაფინანსება — 97,7%;
ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს — 87,1%;
ფინანსური დახმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად — 97,1%;
მრავალშვილიანი ოჯახების სწავლის საფასური — 96,3%;
ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად — 92%.
მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ბიუჯეტის ათვისება:
საბავშვო ბაღების გაერთიანება — 96%
სერვის-ცენტრი — 95%
სპორტული სკოლა — 95%
ჭადრაკის სკოლა — 83%
სპორტული კომპლექსი — 100%
დახურული აუზი — 91%
ბიბლიოთეკების გაერთიანება — 92%
კლუბების გაერთიანება — 85%
მუსიკალური სკოლა — 100%
სამხატვრო სკოლა — 94%
ეთნოგრაფიული მუზეუმი — 95%
აშუღების სკოლა — 96%
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (სჯც) — 100%