გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 15-17 აპრილის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და ძირითადად უნალექო ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდე იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა 15-დან 17 გრადუსამდე დაფიქსირდება.
თბილისში ნალექი არ არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 16-18 გრადუსს მიაღწევს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერი 20-22 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 21-23 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. დღის განმავლობაში ტემპერატურა 18-20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ნალექი არ არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ტემპერატურა 17-19 გრადუსის ფარგლებში იქნება.