საქართველოს მაცხოვრებლები 4,8 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოურ აქტივებს ფლობენ

13.04.2026 Newsroom სიახლე 962
საქართველოს მაცხოვრებლები 4,8 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოურ აქტივებს ფლობენ

საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს.

“ამასთან, გარკვეულწილად შეცვლილია სტრუქტურა: თუ 2024 წელს ყველაზე დიდი წილი კომერციული ბანკების მიერ სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზე მოდიოდა, 2025 წელს კერძო სექტორის (ბანკების გარეშე) შესყიდვები გააქტიურდა, როგორც კოტირებული, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების აქციების კუთხით”, – წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე