სტამბოლში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

03.04.2026 Newsroom სიახლე 1454
სტამბოლში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ფათიჰის უბანში კურიერის, ყაზახეთის მოქალაქე არიფ ისმაილოვის მკვლელობის ბრალდებით თურქულმა პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა ქალაქ ედირნეში, რომელიც საბერძნეთს ესაზღვრება.

არსებული ცნობებით, დაკავებულები საზღვარგარეთ გადასვლას ცდილობდნენ. სამედიცინო შემოწმებების ჩატარების შედეგად, ედირნეს ჟანდარმერიამ ისინი სტამბოლის პოლიციას გადასცა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე