ლარსისკენ მიმავალი გზა გახსნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებისთვის

16.03.2026 Newsroom სიახლე 963
ლარსისკენ მიმავალი გზა გახსნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებისთვის

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალული რჩება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებელი რეჟიმით. გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე 15 მარტს, საღამოს საათებში, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

თეგები: გზა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე