პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს გრანტებთან, პოლიტიკურ აქტივობასა და აქტივიზმთან დაკავშირებით

16.02.2026 Sponsored სიახლე 288
პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს გრანტებთან, პოლიტიკურ აქტივობასა და აქტივიზმთან დაკავშირებით

16 თებერვლის სხდომაზე საპარლამენტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხება გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას.

საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც შედის 7 კანონში და რომელთა ამოქმედების შედეგადაც წესდება ახალი შეზღუდვები და აკრძალვები გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

ამ მიმართულებით ცვლილებები შედის შემდეგ კანონებში: კანონი „გრანტების შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.

თეგები: კანონი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე