როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

30 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი, მშრალი და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.

თბილისი
მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი.

ტემპერატურა: ღამით -1, +1°C; დღისით +3, +8°C.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები
(ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი და ნისლი.

ტემპერატურა: ღამით -8, -10°C; დღისით -2, +3°C.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები
(ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია თოვლი და ნისლი.

ტემპერატურა: ღამით -5, -7°C; დღისით +2, +7°C.

სანაპირო რაიონები
(ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.

ტემპერატურა: ღამით +7, +9°C; დღისით +16, +18°C.

დასავლეთ საქართველოს დაბლობი
(ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი. იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი.

ტემპერატურა: ღამით +6, +8°C; დღისით +15, +17°C.

დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები
(ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი.

ტემპერატურა: ღამით -2, +2°C; დღისით +10, +12°C.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები
(მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი.

ტემპერატურა: ღამით -4, -6°C; დღისით +5, +8°C.

ქართლი
(რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.

ტემპერატურა: ღამით -3, -5°C; დღისით +4, +9°C.

კახეთი
(საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.

ტემპერატურა: ღამით -2, -4°C; დღისით +3, +8°C.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე