ზემო ლარსზე ყველა სახის ტრანსპორტის შესვლა აკრძალულია

ზემო ლარსზე ყველა სახის ტრანსპორტის შესვლა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია (ქარბუქი, ნამქერი და შეზღუდული ხილვადობა).

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებელი რეჟიმში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თეგები: გზა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე