ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო ზოგიერთი გზა გაუვალია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო ზოგიერთი გზა გაუვალია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეს, 13 იანვარს, ნალექია მოსალოდნელი. თუმცა, ზოგიერთ სოფელში ქარის გამო გზები უკვე თოვლითაა დაფარული. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ყველა გზაზე არა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ცნობით, მეტს სამსარისა და პატარა სამსარისკენ მიმავალი გზა ამჟამად გაუვალია, თუმცა იქ უკვე გაგზავნილია დასუფთავების ტექნიკა.

მურჯახეთში მიმავალი გზა დღეს დილით ჩაიკეტა, თუმცა ის უკვე გაწმენდილია და გახსნილია.

ძლიერი ქარის გამო, მოდეგამისა და სირკვას სოფლებში მიმავალი გზები გაუვალია. მუნიციპალიტეტის ცნობით, ამ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ქარის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე