ანეტ აბგარიანი არის “რანინა”-ს VIII სეზონის გამარჯვებული და საქართველოს ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში გაიმართება.
ორიგინალური საბავშვო მუსიკალური მეგაშოუ “რანინა” არის ვოკალური ოსტატობის კონკურსი 8-დან 13 წლამდე ასაკის ვოკალისტებისთვის.
შოუ ეთერში გადის კვირაში ერთხელ, პრაიმ-თაიმში.
პროექტში მონაწილეობს 10 კონკურსანტი, რომლებიც სამთვიან მუსიკალურ ტელემარათონს გადიან.
კონკურსი მოიცავს 4 თემატურ ტურს.
თითოეული რაუნდი დაყოფილია 2 სატელევიზიო ეპიზოდად.
ყველა მონაწილე გადის ძირითად ტურებს.
ნახევარფინალში გადადის 5 კონკურსანტი.
ფინალში გამარჯვებისთვის 3 მონაწილე იბრძვის.
თითოეული თემატური ტურის მონაწილეებს თან ახლავს ორკესტრები, მუსიკალური კოლექტივები, ბენდები და ცნობილი მომღერლები.
თითოეულ ტურში მონაწილეებს აფასებდა 3-წევრიანი ჟიური, რომლის შემადგენლობაც ყოველი ტურის განმავლობაში იცვლებოდა.