ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქი-ჩამდურას გზაზე

02.09.2025 Newsroom სიახლე 398
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქი-ჩამდურას გზაზე

1 სექტემბერს, დილით, ახალქალაქი-ჩამდურას გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ლექსუსის მარკის მსუბუქი ავტომობილი და ფორდის რძის გადამზიდავი მანქანა შეეჯახა. ფორდის მძღოლი მცირე დაზიანებებით ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ რძის გადამზიდავ მანქანაში მთელი რძე დაიღვარა.

ადგილზე საპატრულო სამსახური მუშაობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში Jnews-ს განუცხადეს, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ინციდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარეგისტრირდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე