საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იტალიას 4:0 სძლიეს და ნახევარფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იაპონია 4:2 დაამარცხეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე