სიქსტის კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა- რომის პაპი აირჩიეს. მისი ვინაობა უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება.

კარდინალებმა რომის პაპი ოთხი ტურის შემდეგ აირჩიეს. კონკლავს 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი დაესწრო, ყველა 80 წლამდე ასაკის. ფრანცისკემ მათგან 100-ზე მეტი კარდინალად აკურთხა.

პაპის არჩევის პროცედურა საიდუმლოა. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს ეკრძალებოდათ გარე სამყაროსთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონზე ან მედიაზე.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.ის ანდერძის თანახმად, რომში- სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.