
ჯავახეთში Wimm Bill Dann Georgia-ს („სოფლის ნობათის“ პროდუქციის მწარმოებელი) წარმომადგენლობა მიმართავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლებს და აცნობებს, რომ „სოფლის ნობათის“ რძის კონკრეტული პარტია, რომელშიც აღმოჩენილია აფლატოქსინი M1, მთლიანად ამოღებულია ახალქალაქისა და ნინოწმინდის ყველა მაღაზიიდან.მაღაზიებში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია უსაფრთხოა და შეესაბამება მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოც ადასტურებს.
მოსახლეობაში პანიკისა და შიშის თავიდან ასაცილებლად, ჯავახეთში Wimm Bill Dann Georgia-ს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ აფლატოქსინი M1 აღმოჩენილია „სოფლის ნობათის“ რძის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიაში, რომელიც მთლიანად ამოღებულია ქვეყნის ყველა მაღაზიიდან. ამან არ იმოქმედებდა მწარმოებლის რძის სხვა პარტია პროდუქტებზე როგორიცაა : არაჟანი, ხაჭო, კეფირი და ასე შემდეგ.
წარმომადგენლობა გვაცნობებს, რომ ამ ტოქსინის აღმოჩენისთანავე Wimm-Bill-Dann Georgia აქტიურად თანამშრომლობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა ეს პროდუქტი მაღაზიებიდან სწრაფად და დროულად გამოეტანათ. წარმომადგენლობა ასევე აცხადებს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაერთხელ შეამოწმა „სოფლის ნობათის“ პროდუქცია და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, არ შეშინდნენ ან არ დაეჭვდნენ ჩვენი პროდუქციის შეძენისას. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
აღვნიშნავთ, რომ 7 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საცალო ქსელებიდან ამოღებულია აფლატოქსინ M1-ის შემცველი რძის პარტია. განცხადებაში ასევე საუბარია სააგენტოს მიერ განხორციელებულ შემოწმებებზე. მოცემულ განაცხადს შეგიზლიათ გაეცნოთ აქ – სავაჭრო ქსელებიდან ტოქსინების შემცველი რძის პარტია ამოიღეს – სურსათის სააგენტო