ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები ლარსის მიმართულებით

ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები ლარსის მიმართულებით

ინტენსიური თოვლის გამო, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ მიმართულებით საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, დაწესდა შეზღუდვები. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია, თუმცა ავტომობილები უნდა იმოძრაონ გაუჩერებლად და მხოლოდ ზვავისაგან დამცავი გვირაბებით.

საპატრულო პოლიცია პასუხისმგებელია მოძრაობის კოორდინაციაზე და დადგენილი რეჟიმის დაცვაზე.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე