საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უკვე გაემგზავრა სომხეთში, სადაც საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის ორმაგი წრეში გამართული მატჩის „გაერთიანებული ლიგის“ B დივიზიონის მომავალი მონაწილე გამოვლინდება.
პირველი მატჩი ერევანში, ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403) 20 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება. საპასუხო მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ 23 მარტს გაიმართება.
„BusinessPressNews“-ს აინტერესებდა, რა ღირს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები და ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ორივე გუნდში.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ღირებულება 191,88 მილიონი ევროა, სომხეთის ნაკრების კი 20,68 მილიონი ევრო.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 85 მილიონი ევრო ღირს, სომხეთის კი მხოლოდ 6 მილიონი ევრო.
საქართველოს ნაკრების 5 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:
- ხვიჩა კვარაცხელია – 85 მილიონი ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 40 მილიონი ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 18 მილიონი ევრო
- ზურიკო დავითაშვილი – 8 მილიონი ევრო
- საბა გოგლიჩიძე – 8 მილიონი ევრო
სომხეთის ნაკრების 5 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:
- ნაირ ტიკნისიანი – 6 მილიონი ევრო
- ედგარ სევიკიანი – 2,5 მილიონი ევრო
- ტიგრან ბარსეგიანი – 2 მილიონი ევრო
- უგოჩუკვუ ივუ – 2 მილიონი ევრო
- ვაან ბიჩახჩიანი – 1,2 მილიონი ევრო