
თახჩა იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი არ იყო. თუმცა, სოფლის ქველმოქმედთა წყალობით, ლურჯი საწვავი თახჩნელებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელ თახჩაში მხოლოდ 7 ოჯახი ცხოვრობს.
თახჩაში სიცოცხლისუნარიანობის მომცემი ხალხი ეფრიკიანების შვილები არიან. ჩვენ დაგვხვდა ექვსი წლის ნარეკი.
ეფრიკიანები მადლიერნი არიან სოფლის ქველმოქმედებს, რომ მათ უკვე შეუძლიათ ბუნებრივი აირით სარგებლობა.
წლების განმავლობაში სოფელი დაცარიელდა, თუ ზამთარში სოფელში 7 ოჯახი ცხოვრობს, გაზაფხულზე 12.
„უკვე გვაქვს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ოჯახთან ერთად დავრჩებით მშობლიურ სოფელში“, – ამბობს ანიუტა ეფრიკიანი.
ამასთან დაამატეს, რომ მათ სოფელში გაზი უფასოა, მათ მიერ მოხმარებული გაზის თანხასაც ქველმოქმედები იხდიან.
2000-იან წლებში სოფელ თახჩადან დიდი განსახლება მოხდა, რისი მთავარი მიზეზი სოფელში საყოფაცხოვრებო ელემენტარული პირობების არქონა იყო.
„ ადრე ჩვენს სოფელში ოდესღაც 75 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 7 ოჯახია დარჩენილი. ქველმოქმედებმა ჩვენს სოფელს დიდი საქმე გაუწიეს. მადლობა მათ, ეს პირობები 2000-იან წლებში რომ გვქონოდა, ჩვენი სოფელი ასე ნამდვილად არ დაცარიელდებოდა“, – ამბობს სოფელ თახჩას მაცხოვრებელი ვლადიმირ აივაზიანი.
აღსანიშნავია, რომ თახჩა გაზიფიცირდა სოფლის ქველმოქმედთა და გაზგამანაწილებელი კომპანიის SJGC-ის ერთობლივი დაფინანსებით.
წაიკითხეთ ასევე
იქნება თუ არა წელს ბუნებრივი აირი თახჩას მოსახლეობის სახლებში
გევორგ ჯანოიან