სომხური საგანმანათლებლო ფონდი ახალი 2025-2026 სასწავლო წლისთვის საქართველოში სომეხი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს.
საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით მოცემულ სასწავლო წელს სწავლის საფასურის 90%-ის ოდენობით სტიპენდიები გაიცემა.
წელს ადგილების რაოდენობა უკიდურესად შეზღუდულია და კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომელთა საშუალო აკადემიური ქულა მინიმუმ 100/75 შეადგენს.
ქულები უნდა გაიგზავნოს უშუალოდ უნივერსიტეტიდან aef.geo@gmail.com მისამართზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად.
კონკურსი 10 მარტიდან 2 მაისამდე გაიმართება.
წელს განაცხადის შესავსებად ბაკალვრიატის ნულოვანი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები უნივერსიტეტში უნდა ჩაირიცხონ. სტუდენტები ვალდებულნი არიან ატვირთონ უნივერსუტეტში ჩაბარების წერილი თავიანთ ონლაინ განაცხადში 2 მაისამდე, რათა განიხილონ მათი განაცხადი.
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://aef.eformsolutions.com/landing/sign-in
განაცხადის შევსებამდე უნდა გაეცნოთ AEF-ის მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტi
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- ფსიქოლოგია-პედაგოგიის ფაკულტეტ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ხელოვნების ფაკულტეტი
- საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტი
- ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პედაგოგიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტ
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- საინჟინრო, სოფლის მეურნეობის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
-
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- მედიცინა
- სტომატოლოგია
- ფარმაცევტიკა
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
- რეაბილიტაციური მედიცინა
- მედდების ბაკალავრიატი და პროფესიული პროგრამა
-
კავკასიის უნივერსიტეტი
- ბიზნესის ფაკულტეტი
- ტექნიკური ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
- მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
- ეკონომიკის ფაკულტეტი
- განათლების ფაკულტეტი
- ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- მენეჯმენტის ფაკულტეტი
- ტურიზმის ფაკულტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
- ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი
- ტექნიკური ფაკულტეტი
- ტურიზმის ფაკულტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისის სამხატვრო აკადემია.