მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 11 მარტს დაიწყო და 2 აპრილს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის გვერდზე online.naec.ge.
რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი გამოცდა – ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ხოლო ტესტირებაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს.
ასევე, წელს პირველად ჩატარდება შემდეგი გამოცდები:
- სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (I-IV კლასები)
- აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (I-IV კლასები)
- რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (I-IV კლასები)
საგნების სიისა და სხვა დეტალებისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.