ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის არჩევნებში“ ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის  „პრეზიდენტის არჩევნებში“ ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

ე.წ. ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „პრეზიდენტობის კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54,73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

„1 მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ ხმების 41,54% მიიღო, ბადრა გუნბამ – 54,73%. ბადრა გუნბა არის აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი“, – განაცხადა ე.წ.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის„ თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური” გაიმართა.

გევორგ ჯანოიან

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე