იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 006.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 39.2 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 403.8 მილიონი აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1 602.5 მოლიონი აშშ დოლარი – ზრდამ 45.4 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარში 1 198.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.7 პროცენტია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე