დაგროვებითი პენსიით 65.8 მლნ ლარი უკვე გაიცა

დაგროვებითი პენსიით 65.8 მლნ ლარი უკვე გაიცა

საპენსიო სააგენტომ 31 იანვრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია.

ამასთან, მატივე ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა კი 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა.

თეგები: ფინანსები
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე