ვის შეუძლია ისარგებლოს პასპორტის აღების უპირატესობებით?

ვის შეუძლია ისარგებლოს პასპორტის აღების უპირატესობებით?

საქართველოს შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათებით საქართველოს პასპორტის აღებისას.
შეღავათებში შედის სახელმწიფო გადასახადის გადახდისგან გათავისუფლება ან ფასდაკლება.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისას შეღავათები ენიჭება შემდეგ კატეგორიებს:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – უფასო
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები – უფასო
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია –უფასო;
  • 18 წლამდე პირები – 50 პროცენტით.
  • სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია სტუდენტის სტატუსის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით, 142,5 ლარი (150 ლარის ნაცვლად)

პასპორტის გამოცვლა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში;

  • სახელის ან გვარის ცვლილების დროს
  • ჩანაწერის უზუსტობის დადგენისას
  • ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას
  • პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას
  • დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში.
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე