შეზღუდულია მოძრაობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე

შეზღუდულია მოძრაობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე
თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ამაზე ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ კვერდზე ფეისბუქში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე