სახალხო დამცველი – ჩვენმა წარმომადგენლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს

სახალხო დამცველი – ჩვენმა წარმომადგენლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, საიდანაც არასათანადო მოპყრობაზე 191 მოქალაქე მიუთითებდა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს.

„28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს. მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191 მოქალაქე, ხოლო ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე