პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი

პარლამენტთან  მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი. მოქალაქეები “ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

საპროტესტო აქციები თბილისის სხვადასხბა ადგილას მიმდინარეობს – პარლამენტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან.

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალოვანებმა აქციის დაშლა 21.00 საათზე დაიწყეს – გამოიყენეს წყლის ჭავლი, არიან დაშავებულები.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. სპეცრაზმი აქციის დაშლას ცდილობს ბათუმშიც, სადაც აქცია სასამართლოს შენობასთან იმართება.

მეტის წაკითხვა წყაროზე – netgazeti.ge

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე