ავტოსაგზაო შემთხვევა სათხა-ნინოწმინდის გზატკეცილზე, არის დაღუპული

ავტოსაგზაო შემთხვევა სათხა-ნინოწმინდის  გზატკეცილზე, არის დაღუპული

სათხა-ნინოწმინდის გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, სათხიდან ქალაქ ნინოწმინდის მიმართულებით მოძრავი „ნისან მარჩის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია.

როგორც Jnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე