რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში – 298, კიევის ოლქში – 129, ხერსონის ოლქში – 118, ზაპოროჟიეში – 99, მიკოლაივის ოლქში – 97, დნეპროპეტროვსკის ოლქში – 94, ჩერნიგოვში – 71, ლუგანსკში – 67.

ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ.

თეგები: უკრაინა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე