ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტებს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტებს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე

სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია. ორგანიზაციის შეფასებით, მან წერილობით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თუმცა უშედეგოდ.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებდა PHR-ის მოთხოვნას, აბიტურიენტი ერთ სასწავლო წელს კარგავდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე