ომი უკრაინაში – 10 ადამიანი დაიღუპა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

ომი უკრაინაში – 10 ადამიანი დაიღუპა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიში განახორციელეს.

უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ათი ადამიანი, ხოლო დაშავდა 42, მათ შორის, სამი ბავშვი. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია სახლების ნგრევა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თეგები: უკრაინა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე