რომელ დაავადებებს ემსხვერპლნენ სამცხე–ჯავახეთში 2022 წელს

რომელ დაავადებებს ემსხვერპლნენ სამცხე–ჯავახეთში 2022 წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მასშტაბით 2022 წელს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობის შესახებ. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა გაზეთმა, “სამხრეთის კარიბჭემ” საერთო სტატისტიკიდან გამოეყო სამცხე-ჯავახეთის მაგალითს. 2022 წელს, სხვადასხვა დაავადებით სამცხე–ჯავახეთში 1 932 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი –1 007 პირი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობას ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა რიცხოვნობა სამცხე–ჯავახეთში გარდაცვალების მიზეზების მიხედვით შემდეგია:

  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები– 1 007 ადამიანი;
  • სიმსივნეები– 150 ადამიანი;
  • სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები– 84 ადამიანი;
  • კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები– 75 ადამიანი;
  • ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი– 53 ადამიანი;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები– 42 ადამიანი;
  • ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები– 39 ადამიანი;
  • ნერვული სისტემის ავადმყოფობები– 29 ადამიანი;
  • სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა– 18 ადამიანი;
  • ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა– 16 ადამიანი;
  • შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები– 13 ადამიანი;
  • პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა (7 წლამდე ასაკის ბავშვები)– 5 ადამიანი;
  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები– 3 ადამიანი;
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები– 1 ადამიანი;
  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები– 1 ადამიანი;
  • ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა– 1 ადამიანი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებული სტატისტიკით, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომების, ნიშნების და ნორმიდან გადახრების სხვადასხვა მიზეზით 395 ადამიანი დაიღუპა.

sknews.ge

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე