ამინდის 2 დღის პროგნოზი

ამინდის 2 დღის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე