უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე გადასვლას

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე გადასვლას

დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით 200-დან 1100 მეტრამდე დაწინაურდნენ – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარზე დაყრდნობით.

მალიარი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები კი ცდილობენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის რეგულარული არმია აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, „ვაგნერი“ კი ფრონტის ზურში რჩება, ზოგ ადგილას.

დღეს, 7 ივნისს, დილით, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბახმუტის მიმართულებით გასული დღის განმავლობაში რუსეთი აწარმოებდა შეტევითი ოპერაციებს კლეშჩეევკას მიმართულებით, მაგრამ ეს არ იყო წარმატებული ოპერაცია.

ბახმუტისთვის ბრძოლა 10 თვეა გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი აღებულია, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ბახმუტის მიმართულებაზე.

თეგები: უკრაინა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე