როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები და საგამოცდო პერიოდი საქართველოს უნივერსიტეტებში?

როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები და საგამოცდო პერიოდი საქართველოს უნივერსიტეტებში?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება და 2023 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ვინაიდან 8 იანვარი კვირაა, სწავლა 9 იანვარს განახლდება. საგამოცდო პერიოდი კი 23 იანვარიდან 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მოსამზადებელი კურსის სტუდენტებისთვის ზამთრის არდადეგები უცვლელია, თუმცა მათი საგამოცდო პერიოდი 6 თებერვლიდან და 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რასაც საგამოცდო პერიოდი მოჰყვება – 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საახალწლო არდადეგები 24 დეკემბერს დაიწყება და 2023 წლის 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო საგამოცდო პერიოდი 10 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს დასრულდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, საგამოცდო პერიოდი – 8 თებერვლიდან 19 თებერვლამდე.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე