ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეჟანოს, კიროვაკანისა და კოთელიას საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული.

ვებგვერდზე Teacherjobs.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით სოფელი ბეჟანო საჯარო სკოლა VII, VIII, IX, X, XI კლასის ფიზიკის და III, VIII, IX, X, XI, XII კლასების ინგლისური ენის მასწავლებელს ეძებს.

კიროვაკანის საჯარო სკოლაში V, VI, VII, VIII, IX, X კლასების მუსიკის მასწავლებელი სჭირდებათ.

სოფელ კოთელიას თამაზ მელიქიძის სახ. საჯარო სკოლაში III, IV, V, VI, VII კლასის ინგლისურის მასწავლებლის, I, II, III, V, VI, VII კლასების მუსიკის მასწავლებლის, VIII, IX, XI, XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის, VII, VIII , IX, X, XI კლასების ფიზიკის მასწავლებლის და V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია.