ახალქალაქის ცენტრალური ქუჩა შემოღობილია

ახალქალაქის ცენტრალური ქუჩა შემოღობილია

30 აგვისტოს ადრე დილით, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ახალქალაქის ფილიალში უცნობმა პირებმა შენობაში შესვლა სცადეს. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

30 აგვისტოს დილიდან თიბისი ბანკის ახალქალაქის ფილიალის შენობის წინ შემოღობილია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სამეზობლოში მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისგან მიღებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შენობაში შესვლის მცდელობას.

იყო თუ არა ქურდობა, ყაჩაღობა ან იყო მცდელობა, Jnews-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს და დაზუსტებისთანავე ინფორმაციას მოგაწვდით.

 

თეგები: კრიმინალი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე