დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი თბილისიდან ფრენებს ოქტომბერში შეასრულებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი თბილისიდან ფრენებს ოქტომბერში შეასრულებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის დროს თბილისიდან ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები 10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

„გამოვთქვით მზადყოფნა და დაგიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის ვადაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება ყველა რეისი, რომელიც ადრე სრულდებოდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა თეა ზაქარაძემ.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე