ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში ფეხბურთში მემორიალური ტურნირი დასრულდა. გუშინ, 3 მაისს, ტურნირის ფინალი გაიმართა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი – სოფელ აგანას გუნდი
მე-2 ადგილი – სოფლის გომანის გუნდი
მე-3 ადგილი – სოფელ არაგვას გუნდი.
ტურნირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში 28 აპრილს დაიწყო. ტურნირში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ფეხბურთის გუნდები მონაწილეობდნენ, სულ 28 გუნდი. ნახევარფინალში 4 გუნდი გავიდა შემდეგი სოფლებიდან: მცირე გონდურა, აგანა, გომანი, არაგვა.
მემორიალური ტურნირი ყარაბაღის მეორე ომის დროს დაღუპული სოფელ აგანას მკვიდრის, სამველ ხოჰანისიანის, ასევე ნაადრევად დაღუპული სოფელ ჰაკობ ჰაკობიანისა და ჟირირ კერობიანის ხსოვნას მიეძღვნა.
