28 აპრილს 10:00 საათზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში ფეხბურთში მემორიალური ტურნირი დაიწყება.
მემორიალური ტურნირი, ავღანეთის მეორე ომში დაღუპული, სოფელ აგანას მცხოვრებლების – სამველ ხოჰანისიანის, ჰაკობ ჰაკობიანისა და ჟირირ კერობიანის, ხსოვნას ეძღვნება.
აგანას ახალგაზრდობა მემორიალურ ტურნირში მონაწილეობისთვის ახალგაზრდებს ჯავახეთის ყველა სოფლიდან იწვევს.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
მემორიალურ ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგ ნომრებზე უნდა დარეკონ: 568 55 55 86 ან 599 77 79 63.