ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს

ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ აპირებს უკრაინაში იარაღის მიწოდებას, რაც გაერთიანების ისტორიაში პირველი ასეთი ნაბიჯია.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ახლა “წყალგამყოფი მომენტია” ევროკავშირისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი სანქციები წესდება რუსეთისა და ბელორუსის მიმართ და რუსეთს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება აეკრძალება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე