ღია სივრცეშიც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

ღია სივრცეშიც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მათივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუარესება გახდა.

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე