„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს.

„ასობით ჟურნალისტი შეიკრიბა დღეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას პატივის მისაგებად, რომელიც ექვს დღეში გარდაიცვალა ულტრა-მემარჯვენე თავდამსხმელების მიერ ცემის შემდეგ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ოფიციალური გამოძიებისკენ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ გუშინაც გაავრცელა განცხადება, სადაც ვრცლად არის აღწერილი ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემთხვევა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ გამოძიებაზეა ყურადღება გამახვილებული.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე