სომხეთის პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 71 მანდატი მიიღო

სომხეთის პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 71 მანდატი მიიღო

სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ პარლამენტში მანდატების რაოდენობა დაასახელა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებსა და ბლოკებს ერგოთ.

სომხეთის პრემიერ – მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტია „ეროვნული თანხმობა“ ახალი მოწვევის პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს, სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ – 29 მანდატს, მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის არტურ ვანეციანის ბლოკი „მაქვს პატივი“ – შვიდ ადგილს დაიკავებს.

ამის შესახებ დღეს სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან მანუკიანმა განაცხადა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართა.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე