საქართველოში 253 988 ადამიანია აცრილი

საქართველოში 253 988 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 253 988 პირს შეადგენს.

რაც შეეხება დღიურად ჩატარებულ ვაქცინაციას, ეს რიცხვი 2267-ია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობდა შემდეგი ვაქცინებით: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე