დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

ამასთან, მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება.

თეგები: კანონი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე