რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში და როდიდან

რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში და როდიდან

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.

ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გრაფიკი შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან;
  • სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან
  • ძალაში რჩება “კომენდანტის საათი” 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
  • რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში — 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან შეძლებენ;
  • კონფერენციები და ტრენინგები, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, განახლდება 1-ლი მარტიდან;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან;
  • როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფუნქციონირებას განახლებენ 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთელ თანამშომლების 20%-ის სავალდებული ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას — 15 მარტიდან;
  • სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) — 1-ლი აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლებისთვის, ისე ბაზრობებისთვის, განაახლდება 8 მარტიდან;

 

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე