14 სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადზე პასუხი ჯერაც ვერ მიიღო. განაცხადი მერიაში 2 სექტემბერს სოფელ ჩამდურაში (ჩამძვრალა) ტყის ზოლის გაქირავების ინფორმაციას ეხებოდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ახალქალაქის მერიამ განაცხადის მიღების მომენტიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა დააბრუნოს პასუხი.
1-ლ სექტემბერს სოფელ ჩამდურას (ჩამძვრალა) მოსახლეობა მიტინგზე შეიკრიბა, რომლის ძირითადი მიზეზი კარწახის მხარეს მიმავალ გზასთან მდებარე მიწა იყო. სოფელთან განლაგებული ტყის ზოლი დაჩეხილია და სახნავ მიწად არის ქცეული, შემდეგ კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ანდრანიკ მურადიანის ახლობლისათვის იჯარით არის გადაცემული.
JNEWS-მა ახალქალაქის მერიაში განცხადება მიტინგის მეორე დღეს, 2 სექტემბერს, შეიტანა. განცხადებაში შემდეგი საკითხები იყო აღნიშნული:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლში ნათქვამია:
1-ლი პუნქტი. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისის სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
მე-2 პუნქტი. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
3. საჯარო ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.
თუმცა, არც შეტყობინება, არც, მითუმეტეს, პასუხი ახალქალაქის მერიისგან JNEWS-ს არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ რედაქციამ არაერთხელ მიმართა და პირადად ესაუბრა, როგორც მერიის ადმინისტრაციას, ასევე ახალქალაქის მერიის ეკონომიკის განყოფილებას და უშუალოდ მერს.
ტყის ზოლის გაქირავებასთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემულ მასალებში გაეცნობით:
ჩანდურელები დეპუტატს მიწების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ
დეპუტატის პასუხი სოფელ ჩამძვრალას მოსახლეობის განცხადებაზე